Friday, April 25, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტი  “დიდოსტატის მარჯვენა” და კახეთის ციხე-სიმაგრეები”
კვეტერა


წყაროსთავი
ცხრაკარა
თორღვას ციხე



პროექტის იდეა- შეისწავლონ კ.გამსახურდიას რომანი “დიდოსტატის მარჯვენა”,თანამედროვე ფხოვი და რომანში დსახელებულ ციხე-სიმგრეთა ისტორია, ადგილზე ნახონ ისინი.

განუვითარდებათ ტექსტზე მუშაობის, კვლევის, პრეზენტაციების მომზადების და ბლოგზე მუშაობის უნარები.



პროექტის აქტუალობა-- მოსწავლეებს ვავალებთ ,ნაწარმოებიდან ამოიწერონ ციხე-სიმაგრეთა სახელები, მაგრამ არ იციან, სად მდებარეობს ისინი. მიუხედავად იმისა, რომ წყაროსთავი, კვეტერა, ცხრაკარა, თორღვას ციხე მათგან ორ ნაბიჯზეა. ეს პროექტი კი გაუადვილებთ ნაწარმოების სიღმისეულად შესწავლას , ეპოქის გააზრებასა და პერსონაჟთა ხასიათის თავისებურებათა გაგებას.
.
როექტის მიზნები- მოსწავლეები რომანის შესწავლის პარალელურად იმუშავებენ ჯგუფებში წინასწარ შერჩეულ დავალებებზე, მოიძიებენ მასალებს და დაამზადებენ საპრეზენტაციო სლაიდებს:
1)კვეტერა და მისი ისტორია;
2)ცხრაკარა;
3)წყაროსთავი;
4)თორღვას ციხე.
გამოიკვლევენ, როდის და ვის მიერაიგო ეს ძეგლები და როგორ ხატავს მათ კონსტანტინე გამსახურდია. დააკვირდებიან ,რა მდგომარეობაა დღეს, გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალებს.
კვეტერა


კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ.XI,5
ქართ,XI,1
ქართ,XI,4


მონაწილეთა ასაკი- საშულო საფეხური.(მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები.)

ვადები--ერთი თვე, (2014 წ. -აპრილი)


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი-საპრეზენტაციო მოხსენებები და ბლოგი.


რესურსები: კ.გამსახურდიას რომანი “დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის მარჯვენა” ,ციფრული ფოტო აპარატი, ვიდეო კამერა.
ინტერნეტი.
.http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B


პროექტის მსვლელობა:
თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები გადანაწილდებიან ოთხ ჯგუფში:
გაინაწილებენ ციხეებს: კვეტერა , ცხრაკარა, წყაროსთავი, პანკისის ანუ თორღვას ციხე.
ერთი კვირის მანძილზე ინინი მოიძიებენ მასალებს ინტერნეტსა და წიგნებში.
შემდეგ დაამზადებენ პრეზენტაციებს.
ერთი დღე დაეთმობა ციხეთა მონახულებას, დააკვიდებიან, რა მდომარეობაშია ისინი დღეს. გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალას.
სკოლაში დაბრუნებულები შექმნიან ბლოგს ..

თანატოლებისა და მასწავლებლებისთვის მოაწყობენ პროექტის პრეზენტაციას.



კავშირი სხვა საგნებთან
კავშირი ისტორიასთან, ისტ-სთან


პროექტის ხელმძღვანელი-გ.პაპუნაშვილი
ელ.ფოსტა-gulnazi.papunasvili@gmail.com
პროექტის ბლოგი-gulnazi-papunashvili.blogspot.com

Sunday, April 13, 2014

აღდგომა

გილოცათ აღდგომას!!!

მილოცვა

ქალბატონო ლალი, გილოცავთ ბზობას! გისურვებთ ჯანმრთელობას! (2014 წელი,13 აპრილი)
ბზობა

ბზობა

 გილოცავთ ბზობის დღესასწაულს!